ომი უკრაინაში ერთი ადამიანის ბოროტი არჩევანის შედეგია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ომზე, ადამიანების სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება.
"ეს ომი, დამყარებულია სიცრუეზე, რომელიც მან [პუტინმა] თავის ხალხს, მთელ მსოფლიოს, თავის შეიარაღებულ ძალებს უთხრა. ახლა კი ის დგას როგორც უკრაინელების, ის რუსი მშობლების, მეუღლეების, შვილების, ახლობლების ტანჯვასა და ტრაგედიაზე, რომლებიც ვეღარასდროს ნახავენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ბოროტი არჩევანის შედეგია", - განაცხადა ნულანდმა.
ამასთან, ნულანდმა დაგმო რუსეთში აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები და მედიასაშუალებების დახურვა.
მან საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"ერთად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინა გადარჩეს და აღორძინდეს", - განაცხადა ნულანდმა.