"ჩრდილოეთ ნაკადი 2" ახლა მკვდარია... ის ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე განისვენებს, არ მგონია, რომ ის როდესმე გაცოცხლდება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას.
ამასთან, ნულანდმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტს მომავალი არ აქვს.
ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მუშაობას, რათა გლობალურ დონეზე შემცირდეს რუსეთის ენერგომატარებლებლზე დამოკიდებულება, მით უფრო, რომ კრემლი ენერგეტიკას იარაღად იყენებს.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებელ ქვეყნებად" აღიარების შემდეგ შეაჩერა.