რუსეთი იწყებს უკრაინაში სირიელი მებრძოლების ჩაყვანას, რომლებსაც ქუჩის ბრძოლებში აქვთ გამოცდილება. ოკუპანტები იმედოვნებენ, რომ სირიელი მებრძოლები მათ კიევის აღებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ოთხ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ სირიელი მებრძოლების ერთი ნაწილი რუსეთში მზადებას უკვე გადის.
აღნიშნული ინფორმაცია The Wall Street Journal-ს ირიბად დაუდასტურეს სირიის მედიასაშაუალებებმაც. მათი ინფორმაციით, რუსეთმა მოხალისეებს უკრაინაში წასვლა და დაცვის სამსახურში მუშაობა შესთავაზა.
გამოცემის ცნობით, კონტრაქტი გათვლილია 6 თვეზე, ყოველთვიურად 200-300 დოლარის ანაზღაურებით