რუსეთმა უკრაინაში უკვე შეიყვანა ჯარის 95 პროცენტი, რომელიც ქვეყნაში ინტერვენციამდე საზღვართან ჰყავდა მობილიზებული. ამის შესახებ Washington Examiner-ს პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განუცხადა.
"170 ათასამდე სამხედრო მოსამსახურიდან, დაახლოებით 95 პროცენტი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ძალების შეყვანას აგრძელებს, ჯერ კიდევ 4 მარტს, პენტაგონი აცხადებდა, რომ რუსეთს უკრაინაში საზღვართან მობილიზებული ჯარის 92 პროცენტი ჰყავდა შეყვანილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 მარტის მონაცემებით, მტრის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 11 ათასს აჭარბებს.