უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს, კრიტიკული ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დასაცავად, სამშვიდობო კონტინგენტის შექმნის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ "უკრაინა 24"-ის ეთერში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
"უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების (ატომური ელექტროსადგურები, ქიმიური მრეწველობის ობიექტები) მიმართ არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ მივმართეთ გაეროს უშიშროების საბჭოს, შექმნას სამშვიდობო კონტინგენტი ამ ობიექტების დასაცავად. აგრესორ ქვეყანას არ შეუძლია ამის დაბლოკვა", - ამბობს სიბიგა.
მან ასევე დასძინა, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური სამართლებრივი ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საქმეებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, 3 მარტს უკრაინის უმაღლესმა რადამ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების შეყვანა სთხოვა.