უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, ოდესის დაბომბვა დაიწყოს.
"ისინი ემზადებიან ოდესის დასაბომბად. ოდესის! რუსები ყოველთვის ჩამოდიოდნენ ოდესაში. ოდესში ყოველთვის გრძნობდნენ სითბოს, გულწრფელობას. და ახლა რა ხდება? ბომბები ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რატეკები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება სამხედრო დანაშაული. ეს იქნება ისტორიული დანაშაული", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ, ჩვენებს უკვე აძლევენ.
"ყველაფრის მიუხედავად, ტყვეებს ვეპყრობით ჟენევის კონვენციის ფარგლებში. ჩვენი რაკეტები არ ვარდება რუსეთის ან ბელარუსის სამოქალაქო ობიეტქებზე, საიდანაც ჩვენს ტერიტორიაზე ყოველ დღე მოდის რაკეტები, ტექნიკის კოლონები, მოფრინავს ავიაცია. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ", - აღნიშნა ზელენსკიმ.