რელიგიაა ერთი, ეს არის მიშიზმი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სურს საფრთხე შექმნას, რომ როგორმე საქართველო სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს.
"ამის [მიხეილ სააკაშვილი] იქით ვერ მოძრაობენ. არ არსებობს სხვა დამოკიდებულება პროცესებისადმი და ვფიქრობ, რომ აქ სერიოზული კონსპირაცია დევს იმ ინტერესის გათვალისწინებით, რაც დღეს რუსეთს გააჩნია, რომ როგორმე აქ მოხდეს კოლაფსი, რისი გამოყენებაც ამ პოლიტიკურ, ბნელ ძალას სურს. სურთ, საფრთხე შექმნან, რომ როგორმე სამხედრო მოქმედებებში ჩავერთოთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.