უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს 18 თვის ჩვილი, კირილი ემსხვერპლა.
Associated Press-ის ფოტოგრაფმა ევგენი მალოლეტკამ გადაიღო რამდენიმე ფოტო საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალი უიმედოდ ცდილობდა ბიჭის გადარჩენას.
ტრაგიკული შემთხვევა 4 მარტს მოხდა.
დღეს, წითელი ჯვრის შუამავლობით, მარიუპოლში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა ამოქმედებულიყო, რათა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინათ, თუმცა რუსეთმა ტრადიციულად დაარღვია შეთანხმება და ევაკუაცია გადაიდო.
მარიუპოლი რამდენიმე დღეა ბლოკირებულია რუსული ძალების მიერ.
კრემლის საოკუპაციო ძალებისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ის შეძლებს, უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ დონეცკის "რესპუბლიკას" შორის.
ჩვილის დედა, მარინა იაცკო მარიუპოლის საავადმყოფოში, მეგობართან ერთად.