რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რომ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.
"ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა", - აღნიშნა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა.
ამავდროულად, პუტიმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას წააგავს, თუმცა ჯერ საქმე აქამდე მისული არ არის.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე კრემლის ყველა მოთხოვნას დათანმხდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს დიდი ხანია უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ნატო წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ევროპაში სრულფასოვან ომს გამოიწვევს.