თბილისის მერობა ზვიად ძიძიგურსაც სურს. "კონსერვატორებმა" ამ პოსტზე საკუთარ კანდიდატად ძიძიგური დღეს ოფიციალურად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში აღნიშნულთან დაკავშირებით პრაიმერის ჩატარების წინადადება ისევ ძალაშია. "კონსერვატორების" მტკიცებით, პარტიებს შორის შიდა არჩევნები თებერვალში ჩატარდება, რომელშიც "კონსერვატორებიდან" სწორედ ზვიად ძიძიგური მიიღებს მონაწილეობას.
მათივე განცხადებით, სწორედ პრაიმერის ჩატარების შემდეგ დასახელდება ოპოზიციურ პარტიათა საერთო კანდიდატები.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ძიძიგური თბილისის მერობის რიგით მესამე კანდიდატია. ის ამ პოსტის დასაკავებლად ირაკლი ალასანიას და მეგობარ კობა დავითაშვილს დაუპირისპირდება.