"თუ ქალბატონმა ზურაბიშვილმა მართლაც გადააფასა წარსულში მის მიერ დაკავებული უმძიმესი პოზიციები, როცა საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, როცა საკუთარი ქვეყნის მთავრობას აბრალებდა წითელუბნის დაბომბვას როცა სინამდვილეში ის რუსეთმა დამობმა, როცა ის ნატოს წვრთნებს აპროტესტებდა საქართველოში, თუ ეს გადააფასა უნდა გვითხრას საზოგადოებას და მაშინ ეს რაღაც განაცხადი იქნება, თუ არა და ეს გამოიყურება ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე და ევროპის საზოგადოებრივ აზრზე რეაგირებად", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ
„რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მხრიდან აღფრთოვანებას სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი გამოსვლებით, თუ ქალბატონმა ზურაბიშვილმა, მართლაც გადააფასა წარსულში მის მიერ დაკავებული უმძიმესი პოზიციები, როცა საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, როცა საკუთარი ქვეყნის მთავრობას აბრალებდა წითელუბნის დაბომბვას, როცა სინამდვილეში ის რუსეთმა დამობმა, როცა ის ნატოს წვრთნებს აპროტესტებდა საქართველოში. თუ ეს გადააფასა, უნდა გვითხრას საზოგადოებას და მაშინ ეს რაღაც განაცხადი იქნება, თუ არა და, ეს გამოიყურება ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე და ევროპის საზოგადოებრივ აზრზე რეაგირებად. ასევე, ის ბევრად უფრო თანმიმდევრულად და მკვეთრად უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილის გარემოცვისa და პრემიერ ღარიბაშვილის სამარცხვინო პოზიციებს და არა ნელ-თბილად. მაშინ მე ჩავთვლი, რომ რაღაც ცვლილება მოხდა და მაშინაც რაღაც აღსაფრთოვანებელი არ არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იდგეს ამ პოზიციაზე, რომ უკრაინას უჭერდეს მხარს და პუტინის აგრესიას უნდა გმობდეს აღფრთოვანება კი არა, ეს მინიმალური ნორმალური პოზიცია უნდა იყოს", - განაცხადა ბოკერიამ.