„ჩვენ ახლა ვიხილეთ მორიგი, სამარცხვინო ამაზრზენი ფაქტობრივი ტყუილებითა და მანიპულაციებით სავსე ნიაღვარი პროპაგანდის, ივანიშვილის ერთ-ერთი სპიკერისგან, კობახიძისგან, - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება.
„ თავისუფალი სამყარო დაგვიანებით, თუმცა იწყება პუტინის რეჟიმის ეკონომიკურად გასრესას. მეტიც უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და ამ პროცესში აბსოლუტურად ბუნებრივია რომ შეიძლება იყოს ნაკადები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ამ რეჟიმის სამსახურში მყოფი მოქალაქეების, საშუალო რგოლის რომ გააღწიოს სხვაგან, სხვადასხვა ილეთებით თავი დააღწიონ სანქციებს და საქართველო არ შეიძლება იქცეს, რისი საფრთხეც ამ მთავრობის პირობებშია, ხვრელად ასეთი ადამიანებისთვის.
ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, დიახაც ამას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს და სრული უფლება აქვს ამ ნიშნით, მოქალაქეობის ნიშნით შეზღუდოს შემოსვლა, რასთანაც უვიზო რეჟიმი არაფერ შუაში არ არის.
უვიზო რეჟიმი არანაირად არ ზღუდავს ქვეყანას, რომ სპეციფიკური ნიშნით რაიმე შეზღუდოს, ხაზს ვუსვამ მე არ ვგულისხმობთ პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს. ამიტომ სრულიად გასაგებია ზოგიერი ფინანსური ინსტიტუტის სიფრთხილე, რომ არ დაუშვას ისინი გამოყენებულნი იქნენ თავისუფალი სამყაროს სანქციების მიერ გვერდის ასავლელად რუსეთი მოქალაქეების, პუტინის რუსეთის პირდაპირ თუ ირიბად მსახურების მიერ. ამას გმობს ჩვენი მთავრობა, იმის მაგივრად რომ თვითონ აკეთებდეს ამას და ვის გმობს კიდე, ჩვენ მოქალაქეებს, რომლებმაც შეიძლება აღშფოთება გამოხატონ თუ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკურად რუსი იქნება თუ ქართველი, პუტინისტურ პროპაგანდას აყვება, თუნდაც სიმბოლო ექნება გეორგისევსკის ლენტით, რომელიც კონკრეტულ პროპაგანდისტულ დანიშნულებას ატარებს ან პუტინს აქებენ.
ეს არის საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია და ეთნიკური წარმოშობა არაფერ შუაში არ არის. ეს არის ჯანსაღი სიძულვილი პუტინისზმის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს თავისუფლების სიყვარულისგან და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ დაპირისპირებაში არის პუტინიზმის მხარეს. კობახიძის ეს გამოსვლა სწორედ ამის დასტურია“, - თქვა გიგა ბოკერიამ.