საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინელების დასახმარებლად სისხლი ჩააბარა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
"როგორც მრავალი ადამიანი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი საელჩოს გუნდი ცდილობს, იპოვოს გზები მამაცი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. დღეს ელჩმა დეგნანმა და ათობით ჩვენმა კოლეგამ უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი ჩააბარა. მოხალისეთა დიდი რაოდენობის გამო ყველას მიღება დღეს ვერ მოესწრო, ამიტომ ვმუშაობთ უახლოეს პერიოდში დარჩენილ მსურველთათვის სისხლის მომდევნო დონაციის ორგანიზებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.