შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"უბრალოდ ასეთი შედარება მახსენდება: თავის დროზე ნაპოლეონმა და ჰიტლერმა მიზნად დაისახეს ევროპის დამოჩილება. ახლა ის დაიმორჩილეს ამერიკელებმა, გასაგებია, ნატოში კითხვებიც კი არ აქვს, ევროკავშირს კი თავის ადგილზე მიუთითეს", - განაცხადა ლავროვმა.
ოკუპანტმა ლავროვმა აღნიშნა, რომ ამის მკაფიო დემონსტრირებაა პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი -2".
"ჩრდილოეთ ნაკადი-2"-თან დაკავშირებული ისტორია, შესანიშნავად აჩვენებს, თუ რა ადგილი აქვს ევროკავშირს მსოფლიო ასპარეზზე. უბრალოდ აიძულეს და მორჩა... ზუსტად ასეა, მსოფლიო არენაზე იქმნება სურათი, როგორც ჰოლივუდში: არსებობს აბსოლუტური ბოროტება და აბსოლუტური სიკეთე. და აბსოლუტური სიკეთე, რა თქმა უნდა განსახიერებულია პერსონაჟში. რომელიც ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარისტია", - თქვა აგრესორმა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ ნატო ცდილობს უპირატესობის მოპოვებას ყველა სფეროში.
"რატომ იკავებს ნატო ასეთ პოზიციას? მე ვერ ვხედავ სხვა ახსნას ჯიუტი, შეუპოვარი სურვილის გარდა შეინარჩუნოს ნებისმიერ სფეროში უპირატესობა და ყველას აჩვენოს, რომ სწორედ ნატო კარნახობს ევროპას წესრიგს", - განაცხადა ოკუპანტმა ლავროვმა.