15-საათიანი უწყვეტი დაბომბვის შედეგად უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა. ამის შესახებ BBC-ის ქალაქის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა განუცხადა.
"რუსეთის არმია იყენებს თავის ყველანაირ შეიარაღებას - არტილერიას, სარაკეტო დანადგარებს, თვითმფრინავებს. ისინი ქალაქის დანგრევას ცდილობენ", - ამბობს ორლოვი.
მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქიდან რამდენიმე კმ-ში იმყოფებიან და და ყველა მხრიდან დარტყმებს აყენებენ საკვანძო ინფრასტრუქტურას, ქალაქის რამდენიმე რაიონში გადაჭრეს წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება.
მერის მოადგილის თქმით, ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული რაიონი მიწასთან არის გასწორებული.
"მსხვერპლის რაოდენობას ვერ ვითვლით. თუმცა ვფიქრობთ, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი. ჩვენ არ შეგვიძლია გავიდეთ და შევაგროვოთ ცხედრები. მამაჩემი იქ ცხოვრობს და არ ვიცი ცოცხალია თუ არა", - თქვა სერგეი ორლოვმა.