38 ქვეყანა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართავს, – ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
"დღეს, 38-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად ვერ ჩაიდენს", - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
სასამართლოში მიმართვას გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე მხარი დაუჭირა საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინდეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.