რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსულმა მხარემ 498 სამხედრო დაკარგა. იუწყება სახელმწიფო სააგენტო "ტასი".
"უკრაინის ნაციონალისტებისა და ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგი შეადგენს 2 870-ს, დაჭრილია 3 700. მხოლოდ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინის დატყვევებული ძალოვანი უწყებების სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა შეადგენს 572 ადამიანს. სამწუხაროდ, დაიღუპა 498 რუსი სამხედრო მოსამსახურე. მათ ოჯახებს შეძლებისდაგვარად გავუწევთ დახმარებას. ასევე დაჭრილია ჩვენი 1 597 ამხანაგი", - ამბობს ოკუპანტი კოშანეკოვი.
კიევის მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ძალების 5 840 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.