უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
მისი განმარტებით, დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა ქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განიხილა ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
"მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!", - წერს მერაბიშვილი.