გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, რუსულ გემებს ბრიტანეთის საზღვაო პორტებში შესვლაზე სრული აკრძალვა დაუწესდათ. ამის შესახებ ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა.
ტრანსპორტის მდივნის განცხადებით, სრული აკრძალვა ეხება ყველა გემს, რომელსაც რაიმე სახის კავშირი აქვს რუსეთთან.
"ეს ესაა ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა, რომელმაც აამოქმედა კანონი ბრიტანეთის საზღვაო პორტებში იმ ხომალდების შესვლის სრული აკრძალვის თაობაზე, რომელსაც რაიმენაირი კავშირი აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან", - თქვა მდივანმა.
ამავდროულად, ტრანსპორტის მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, "იგივე გააკეთონ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად".