ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივა რეგიონის სტაბიულურობისა და სამომავლო მშვიდობის გარანტიაა.
"ეს ახალი წინადადებაა. მნიშვნელოვანია ევროკავშირის პასუხი. ეს არის რეგიონის სტაბიულურობისა და სამომავლო მშვიდობის გარანტია, რაც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებაში და მნიშვნელოვანია ჩრდილო კავკასიისთვის", - აღნიშნა ბუზეკიმ.
მისი შეფასებით, საქართველო არის კარგი მაგალითი საბჭოთა კომუნისტური ქვეყნის დემოკრატიულ და საბაზრო-ეკონომიკურ ქვეყნად გარდაქმნის.
"ჩვენ ვიცით ეს და ამას ვულოცავთ. უნდა დავეხმართო საქართველოს, რომ იყოს უფრო თავსებადი ქვეყნა ევროკავშირისთვის, რადგან ის ძალიან მოგვწონს. თავსებადობა ევროკავშირთან მნიშვნელოვანი საკითხია აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების სახლემწიფოებისთვის", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.