რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
"რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ასევე მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს, ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.