საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
"ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ემანუელ მაკრონთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას, ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია.