სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინზე იმყოფებოდნენ, ცოცხლები არიან და რუსი ოკუპანტების ტყვეობაში არიან. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და თავს კარგად გრძნობენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული პროპაგანდა ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ "დაივიწყა" და "დაასაფლავა" თავისი სამხედროები.
ამასთან, შეირაღებული ძალების ინფორმაციით, საზღვაო ქვეითები მედგრად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ და ორჯერ მოიგერიეს რუსი ოკუპანტების თავდასხმა.
სამხედრო-საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა სრულად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა, ამიტომ მასთან კაშირი შეწყვეტილი იყო.
24 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახური იტყობინებოდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში წერდა, რომ კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაღუპა მტრის მიერ. გერაშჩნეკომ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსეთის ხომალდის ეკიპაჟისა და უკრაინელი მესაზღვრის საუბარი ისმის. აუდიოჩანაწერში ოკუპანტი უკრაინელებს დანებებას სთხოვს, რაზედაც უკრაინელმა მესაზღვრემ უპასუხა: "რუსულო გემო, იდი ნა ხ...ი"