იმ ფორმაში უნდა მოვიდეთ მთელი საზოგადოება მათ შორის ოპოზიცია, რომ ვაიძულოთ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ვიყოთ იმ ფორმაში, რომ ვადამდელ არჩევნებს ვუგებთ ისე, რომ ვერ შეძლონ ნაცადი მეთოდებით ქვეყნის დაზიანება, - განაცხადა „ევროპული საქართველოოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
„ღარიბაშვილი კი შეიძლება გამორჩეული გამოვლინებაა, მაგრამ არსებითად არ განსხვავდება სხვა პრემიერ-მინისტრებისგან, ისინი ასე იქცეოდნენ ეს კურსი ქონდათ და ხვალ შემთხვევით, რომ მოხდეს ისე, რომ ივანიშვილმა ჩაანაცვლოს ღარიბაშვილი ეს ჩვენ ეროვნულ ამოცანებს რაიმენაირად გვაახლოვებს თუ არა, რა თქმა უნდა, არ გვაახლოვებს, შეცდომად მიმაჩნია ღარიბაშვილის გადაყენება ახლა მთავარ საკითხად წარმოვაჩინოთ, ჩვენ უნდა გვინდოდეს ამ რეჟიმის გამოცვლა, ამ რეჟიმის გამოცვლისთვის ქვეყნისთვის საჭირო გზა ისეთი, რომელიც საფრთხეს არ უქმნის არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა. იმხელა უპირატესობის მიღწევა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა იმ მეთოდებით, რომელსაც წინა არჩევნებზე იყენებდა ვეღარ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ვერც შეძლოს არევა ქვეყნის, ჩვენ იმ ფორმაში უნდა მოვიდეთ მთელი საზოგადოება მათ შორის, ოპოზიცია, რომ ვაიძულოთ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ვიყოთ იმ ფორმაში, რომ ვადამდელ არჩევნებს ვუგებთ ისე, რომ ვერ შეძლონ ნაცადი მეთოდებით ქვეყნის დაზიანება, ამაზე უნდა ვიყოთ ახლა ორიენტირებული, დავუპირისპირდეთ იმ პროპაგანდას, რომელიც შიშზე დაყრდნობით რაც ნორმალური ადამიანი უკრაინის ფონზე, ამაზე კაპიტალიზაცას ახდენენ, ყველა ის აქცია და საზოგადოების პოზიციის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ჩვენ ქვეყნის შიგნითაც დავუპირისპირდებით პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ თუ "ჩავწვებით" გადავრჩებით და კი არ ისარგებლოს ამ მომენტით და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე იზრუნოს, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე, ეს აქციებიც ამისთვის მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ის სამარცხვინო პოზიცია, რაც აქვს ჩვენს მთავრობას არის გაუგებრობა აქ არის საზოგადოება, მისი დიდი ნაწილი, რომელსაც სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს.“ - განაცხადა ბოკერიამ.