სიმამაცე და წინადახედულობა ერთმანეთისგან განუყოფლად უნდა არსებობდეს და ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს მიესადაგება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკიმ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"ნება მომეცით, ბატონო პრეზიდენტო, მოგილოცოთ ეს მიღწევა. ძალიან მამაცი ადამიანი ბრძანდებით. ეს ადრეც ვიცოდი, მაგრამ ახლა დავრწმუნდით, რომ წინდახედული და გონიერი პოლიტიკოსი ხართ. სიმამაცე და წინადახედულობა ერთმანეთის განუყოფლად უნდა არსებობდეს. თქვენი განცხადების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს მიესადგება. მადლობა, მიშა", - აღნიშნა ბუზეკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში გამოსვლა.