ყველამ იცის, რომ სრული სიბინძურეა - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ ბრალდებებს 2008 წელზე.
მისი თქმით, ეს არ არის ჩვეულებრივი დისკუსია იმდენჯერ მოხდა ამ უსინდისო სიცრუის გაბათილება დოკუმენტებით.
"გახსოვთ ალბათ პირველ პარლამენტში, "ქართული ოცნებამ" როცა მოიგო არჩევნები, იმდენად შეურაცხყოფილი იყო ბევრი ადამიანი, ვისაც ეს სიბინძურე, ტყუილი დააბრალეს რომ ამათი სასაზღვრო დეპარტამენტიდან მოითხოვეს რომ ენახათ დოკუმენტები. ყველამ იცის, რომ სრული სიბინძურეა, ვინც დაბრუნდა 7-ში, 8-ში, 9-ში, მეც მეხება ეს, 8-ში ღამე დავბრუნდით თვითმფრინავით, ბევრი ადამიანი ვიყავით იქ, ვისაც ახლა ასახელებენ, იმათ ასაღებენ რომ ამ დროს გაიქცნენო და ამ უსინდისობაში ბევრჯერ იყვნენ მხილებულნი, მაგრამ ამათთვის ხომ პუტინის პროპაგანდისა არ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, უბრალოდ ნიაღვარი უნდა ჰქონდეთ. დღეს მეკითხებოდნენ და რაღა დაგვრჩა, ქუჩურ ამბავში მტყუანზე უნდა დავუგინო, რომ იმისი ყველაფერი ვინც პოლიტიკური ფიგურა იყო და გაქცეული იყო ქვეყნიდან, როცა ქვეყანას თავს ესხმოდნენ და უსინდისოდ ტყუილის დამბრალებლისაც ასევე", - აცხადებს გიგა ბოკერია.