ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.
"ინგლისის ბანკის ხელმძღვანელთან კოორდინაციაში ხაზინის კანცლერი დღეს გამოაცხადებს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ ეკონომიკური სანქციების შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად, რათა შეჩერდეს ცენტრალური ბანკის მიერ თავისი სავალუტო რეზერვების განთავსება და ვერ განახორციელოს სავალუტო ოპერაციები რუსული რუბლის მხარდასაჭერად.
ბრიტანეთის მთავრობა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ამოქმედდეს ყველა შეზღუდვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ფიზიკურ ან იურიუდიულ პირებს აუკრალავს განახორციელოს ფინანსური ოპერაციები რუსეთის ცენტრალური ბანკის, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდისა და რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით.