უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენსთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს
"მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლოების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ", -წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე, "ევრონიუსთან" ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში ხილვა სურს.
"ჩვენ უკრაინასთან პროცესი გვაქვს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ერთიან ბაზარში ინტეგრაცია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ერთად მჭიდროდ შეგვიძლია მუშაობა და მართლად, დროთა განმავლობაში, მათი ადგილი ჩვენთანაა. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და მათი გაწევრიანება გვსურს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.