გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება. ამის შესახებ ჯონსონმა ლონდონში, უკრაინის კათოლიკური სამრევლოს საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ჯონსონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ის, რაც ხდება ევროპის კონტინენტზე, არის აბსოლუტური კატასტროფა".
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, და ვინ იცის ეს როდის მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე, პუტინი აუცილებლად დამარცხდება.
პუტინი ვერ შეძლებს უკრაინის განადგურებას და ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შედეგი უზრუნველვყოთ. და ეს მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ გეოსტრატეგიულად ასეა სწორი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ის, რაც ხდება უკრაინაში, არის სრულიად მორალურად ამაზრზენი და ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას მთელს მსოფლიოში“, - თქვა ჯონსონმა.