იტალიამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა იტალიის პრემიერის პრესსპიკერმა.
ცოტა ხნის წინ გერმანია, შვედეთი და ირლანდია შეურთდნენ იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსული თვითმფრინავებისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს.
ანალოგიური გადაწყეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ინდივიდუალურად მიმართავენ, რადგან აღნიშნული საკითხი ეროვნულ კომპეტენციას წარმოადგენს.
რუსული თვითმფრინავებისთვის თავიანთი საჰერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და ბრიტანეთმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, უახლოეს ხანებში აღნიშნულ სანქციას შეურთდებიან დანია და ავსტრია.