აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის დასჯის ერთადერთი საშუალებაა სანქციები, რათა არ დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. ამის შესახებ ბაიდენმა ბრაიან ტაილერ კოენთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: ან დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ჩავებათ ფიზიკურად რუსეთთან ომში, ან მეორე: დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ამისთვის გადაიხდის", - განაცხადა ბაიდენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ დასავლეთმა სანქციების გზა აირჩია.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო მაღალ ფასს გადაიხდის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპეტქივაში და დასძინა, რომ ეს კონფლიქტი ევროპასა და ნატო-ს უფრო მეტად აახლოებს.