სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრმა იგორ მატოვიჩმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი გამოყოფს თანხებს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სამშობლოდან ლტოლვილ უკრაინელებს შეიფარებენ. იტყობინება Reuters-ი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სლოვაკეთში 10 000-ზე მეტი უკრაინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები ჩავიდა.
მატოვიჩის თქმით, ოჯახები და დაწესებულებები მიიღებენ თვეში 200 ევროს ერთი ზრდასრული ადამიანისთვის და 100 ევროს ბავშვისთვის.
გეგმა უკვე შეთანხმებულია და ორშაბათიდან შევა ძალაში.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საწვავის მიწოდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და დათანხმდა ნატოს საბრძოლო ჯგუფის მასპინძლობას ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.