ჩეჩნეთის ლიდერი, ადამიანის უფლებათა უმძიმეს ბრალდებებში მხილებული, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაგზავნა, რათა შეუერთდნენ რუსეთის არმიას.
ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვაში, კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნურმა ძალებმა უკრაინაში წარმატებით აიღეს რამდენიმე სამხედრო ობიექტი.
მისივე თქმით, არცერთი ჩეჩენები მებრძოლი არ დაღუპულა, "ნაკაწრიც კი არ აქვთ".
რამზან კადიროვი პუტინის და კრემლის აგრესიული პოლიტიკის მტკიცე მოკავშირეა.
ამავდროულად, კადიროვმა გაამართლა პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ ეს ხელს შეუშლის მოსკოვის მტრებს, უკრაინა რუსეთზე თავდასხმის განსახორციელებლად გამოიყენოს.
კადიროვის მებრძოლებს მკვეთრად ნეგატიური რეპუტაცია აქვთ და ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში არიან მხილებულები.
24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყეს. თავდასხმა განხორციელდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით.
ბოლო რამდენიმე საათის მნიშვნელოვანი მოვლენები:
• გაეროს მონაცემებით, 150 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა უკრაინა, დაახლოებით ნახევარი ჩავიდა პოლონეთში;
• უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT-იდან გათიშვას აპირებს;
• ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთმა აკრძალა რუსული ხომალდების გავლა შავი ზღვის სრუტეში. თურქეთი ამას არ ადასტურებს;
• რუსეთი ხურავს თავის საჰაერო სივრცეს ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის თვითმფრინავებისთვის;
• რუმინეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხურავენ საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. AirBaltic-მა 26 მარტამდე შეაჩერა ფრენები რუსეთში;
• კიევში კომენდანტის საათი გაფართოვდა - 26 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ის 17:00 საათიდან 8:00 საათამდე იმოქმედებს;
• ზელენსკის ოფისმა გამოაცხადა 3500 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. რუსეთი დაღუპულთა შესახებ მონაცემებს არ ამხელს;
• უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულ აგრესიას 198 უკრაინელი ემსხვერპლა;
• დილით კიევში რუსეთის რაკეტა საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს დაეჯახა, თავდაპირველად ზუსტი მონაცემები არ ვრცელდებოდა დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ. მოგვიანებით, კიევმა ორი ადამიანის დაღუპვისა და 6 ადამიანის დაშავების შესახებ განაცხადა;
• რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის არ უტევს საცხოვრებელ ადგილებს.