საფრანგეთის საზღვაო ძალებმა, ლა მანშის სრუტეში, სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი სატვირთო ხომალდი დააკავეს.
საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ხომალდი ევროკავშირის სანქციების ფარგლებში იქნა დაკავებული და ის ბულონ-სურ-მერის პორტში გადაიყვანეს.
"127 მეტრის სიგრძის ხომალდი Baltic Leader, რომელიც ავტომანქანებით იყო დატვირთული, ღამით საფრანგეთს საზღვაო ფლოტმა დააკავა და ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბულონ-სურ-მერის პორტში გადაიყვანა", - იუწყებიან ოფიციალური პირები.
გავრცელებული ცნობით, ხომალდის დაკავების განკარგულება საფრანგეთს მთავრობამ გამოსცა, რადგან სავარაუდოდ, იგი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ექვემდებარება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს.
საფრანგეთში რუსეთის საელჩო საფრანგეთის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს ხომალდის დაკავებასთან დაკავშირებით.