"მტერი ქალაქში შემოჭრას ცდილობს, თუმცა აგრესორები გავანეიტრალეთ", - აცხადებს კიევის მერის ვიტალი კლიჩკო. მისი განმარტებით, კიევში ახლა დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ.
"იყო რამდენიმე შეტაკება. დილის მონაცემებით დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს შეინარჩუნონ თავშეკავება და დარჩნენ თავშესაფარში, რადგან მტერი საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ამ წუთებშიც იქ არიან. ჯარი, პოლიცია, ეროვნული გვარდია, მოხალისეთა ბატალიონები იცავენ ჩვენს ქალაქს. ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისად მოძრაობს ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომლების გადასაყვანად, მეტროსადგურები კი მოსახლეობის დასაცავად ხელმისაწვდომი რჩება," - განაცხადა კლიჩკომ.