უკრაინაში პოლონეთის მიერ გაგზავნილი საბრძოლო მასალით დატვირთული კოლონა ჩავიდა. ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა, იტყობინება Ukrinform.
"საბრძოლო მასალით დატვირთული კოლონა, რომელიც ჩვენ უკრაინაში გავაგზავნეთ, უკვე ადგილზეა. მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვუცხადებთ სოლიდარობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას", - წერს მინისტრი.
თებერვლის დასაწყისში პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისვთის მიეწოდებინა სამხედრო დახმარება - პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის სახით.