საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა.
მოქალაქეები სკანდირებენ "საქართველოს", "უკრაინას" და ითხოვენ პრემიერის გადადგომას.
აქციას არ ჰყავს ლიდერი და სიტყვით გამომსვლელები - ისმის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი. მოქალაქეები ამ ორი ქვეყნის დროშით მივიდნენ.
უკრაინის მხარდამჭერ აქციას "პასუხი რუსულ ოცნებას" ჰქვია. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ აპირებდა რუსეთისთვის, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს, სანქციების დაწესებას არ აპირებს.