თალიბანის მთავრობამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ავღანეთის კანონიერი ხელისუფლება დაამხო, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დიალოგის მეშვეობით გადაწყდეს უკრაინასა და რუსეთს შორის უთანხმოება. განცხადება თალიბანის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გაავრცელა.
ამავდროულად, ექტრემისტული დაჯგუფების მესვეურები შეშფოთებულები არიან "ამ დაპირისპირების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის პერსპექტივით".
თალიბანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტში ნეიტრალური რჩება.
ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ასობით ათასმა ავღანელმა დატოვა ქვეყანა, თალიბანის მთავრობის სისასტიკის შიშით.