პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა არის ტერორის აშკარა აქტი.
ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
„ახლახან ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის. კიევში ვითარება ძალიან რთულია. დილით რუსებმა დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. დრონები ჭურვებს ესვრიან საცხოვრებელ სახლებს. ადამიანები იღუპებიან. ეს არის ტერორის აშკარა აქტი, რომელიც მიმართულია საბრძოლო სულისკვეთების გასატეხად, მაგრამ არსებობს დედაქალაქის დაცვის უდიდესი სიმტკიცე“, - წერს დუდა.
უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.