თბილისს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იაცეპ მიხაილოვსკი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში მიხაილოვსკი უკვე შეხვდა საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილს.
ოფიციალური მიღება ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავებასა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხვალ უკვე საქართველოს პრემიერ ნიკა გილაურსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
მიხაილოვსკი საქართველოში პირველად იმყოფება.