უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებას, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დღეს, შუაღამიდან, 00:00 საათიდან შევა ძალაში და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
30 დღის გასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება, გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კანონპროქტს მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საგანგებო მდგომარეობა შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში დააწესოს კომენდატის საათი, შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. ამავდროულად, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალებების, საცხოვრებლისა და მოქალაქეების პირადი ნივთების შემოწმება.
მანამდე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გავლენას არ იქონიებს უკრაინელების ცხოვრებასა და ბიზნესის წარმოებაზე.
"ეს არის პრევენციული საკითხები, რათა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იმუშაოს და ჩვენმა ქვეყანამ იმუშაოს", - თქვა დანილოვმა.