საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა.
"დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ასევე ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობა და ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესის მნიშვნელობა, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება და საზოგადოების პოლარიზაციაზე სიძულვილის ენის მძიმე გავლენა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტების პრევენციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელების მნიშვნელობას", - ნათქვამია ორბელიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა დუნია მიატოვიჩი 2022 წლის მაისში თბილისში დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია.
დუნია მიატოვიჩი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.