დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს "მკაცრი ეკონომიკური" სანქციები დაუწესა. სანქციები ეხება ხუთ რუსულ ბანკს და სამ გავლენიან პირს, მათ შორის, გენადი ტიმჩენკოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებას მოჰყვა.
ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის თქმით, კრემლის ქმედება უტოლდება ქვეყანაში „განახლებულ შეჭრას“
"ეს არის პირველი ტრანში, პირველი ბარიერი, რისი გაკეთებისთვისაც ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტში და აღნიშნა, რომ პირებს, რომელთაც სანქციები დაუწესდებათ, დიდ ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ.
"ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება და ამ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა", - თქვა ჯონსონმა.
მან დასძინა, რომ სანქციების დაწესება გაგრძელდება, თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
სანქცირებული ბანკების ჩამონათვალი Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.