გერმანიის მთავრობამ რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის გამო აღნიშნული პროექტი წინ ვერ წაიწევს.
მისი თქმით, რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისული წარმონაქმნების აღიარებით გადადგა გაუგებარი და გაუმართლებელი ნაბიჯი.
"გაზსადენის გაჩერება მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ასეთი ქმედებები შედეგების გარეშე არ დარჩება. რუსეთს არ აქვს მსოფლიოს მხარდაჭერა. ამ სერთიფიკატის გარეშე "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ი ექსპლუატაციაში ვერ შევა", - განაცხადა შოლცმა.