15 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მოსალოდნელი განცხადებით თაობაზე, მოკლე განმარტება გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.
"პრეზიდენტის გამოსვლა ეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას და არა რაიმე ახალი პოლიტიკის გამოცხადებას. ის ისაუბრებს ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ქმედებებზე, რომლებიც მზად ვართ გადავდგათ, რა ემუქრება აშშ-ს და მსოფლიოს და როგორ იმოქმედებს ეს ჩვენზე", - დაწერა ფსაკიმ სოციალურ ქსელში.
ბაიდენი განცხადებას თბილისის დროით 00:30 საათზე გააკეთებს.