"მალე არის შუალედური არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" რეიტინგი საზოგადოებში კიდევ მეტად გაზრდილია და ეს არის იმის დამსახურება, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქმით მოიპოვა ეს უპირატესობა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" კონკრეტული საქმეებით საუბრობს ადამიანებთან და ეს საქმეები კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მისივე თქმით, შუალედური არჩევნების შედეგები ოპოზიციური სპექტრის პარტიებისთვის მტკივნეული იქნება.
"როდესაც ოპოზიციას სულ ფაქტობრივად ორი თემა აქვს სასაუბრო საზოგადოებასთან- მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტში შევლენ თუ არ შევლენ ამის სჯა-ბაასი, "ქართული ოცნება" კონკრეტული საქმეებით საუბრობს ადამიანებთან და ეს საქმეები კონკრეტული გადაწყვეტილებებში აისახება. მაგალითად ეს არის სოციალური პოლიტიკა, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება, მედიკამენტების გაიაფება, აზარტული თამაშების რეგულირება და ამ ყველაფრის მერე აღარ უნდა გაგიკვირდეთ, რომ სულ მალე, 2 აპრილს, კიდევ მეტად გაიზრდება ის ჰანდიკაფი რაც "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციურ სპექტრს შორის არსებობს და ის შედეგები, რომელიც დადგება ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისისტემური პარტიებისთვის, კიდევ უფრო მტკივნეული იქნება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.