დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც შეიჭრას. ამის შესახებ ტრასმა ტელეკომპანია Sky-ის ეთერში განაცხადა.
"პრეზიდენტი პუტინი გამუდმებით სვამდა კითხვას, რატომ არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნატოს წევრები", - თქვა ტრასმა.
"ვშიშობ, რუსეთი არ შეჩერდება მხოლოდ უკრაინაზე. მისი თავდასხმა შესაძლოა მოიცავდეს რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს", - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ძირს გამოუთხრის ევროპის უსაფრთოხებას. ამასთან, ლიზ ტრაზის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოს სხვა აგრესორებმა შესაძლოა აღიქვან როგორც შესაძლებლობა, რათა გააფართოვონ თავიანთი ამბიციები.
"ძალიან საშიში დრო დაუდგა მსოფლიოს", - დასძინა მან.
საგარეო საქმეთა მდივანმა აღნიშნა, რომ მას სურს კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა, თუმცა არა უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე.
მისივე თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას.