ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნამა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორი დეპუტატის შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საკითხებზე, გაცდენებზე. მესამე დეპუტატის შემთხვევაში საუბარია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.