ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ უახლესი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ნებისმიერ დროს შეიძლება შეიჭრას უკრაინაში.
ტრასმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კრემლს დეესკალაციისკენ.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამავდროულად ვემზადებით ყველაზე უარესი სცენარისთვის. უახლესი ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ რუსეთი შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიჭრას უკრაინაში. ბრიტანეთის მოქალაქეების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ლიზ ტრასმა.
ლიზ ტრასმა კიდევ ერთხულ მოუწოდა ბრიტანეთის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ უკრაინა, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრა თითქმის გარდაუვალია.
ამავე დროს, ტრასმა აღნიშნა, რომ ლონდონი მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს დიპლომატიისა და დეესკალაციის გზას.
"ნათელია, რომ ამ ვითარებაში აგრესორი რუსეთია. სწორედ მისი 100 000 ჯარისკაცია თავმყორილი უკრაინის საზღვართან", - განაცხადა ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დასძენს, რომ იმედოვნებს, დიპლომატია გაიმარჯვებს.