95 წლის ასაკში ენათმეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგი ზურაბ ჭუმბურიძე გარდაიცვალა.
"კიდევ ერთმა ღირსეულმა მეცნიერმა, პროფესორმა ზურაბ ჭუმბურიძემ (1926-2022 ) გადაინაცვლა მარადისობაში, ვწუხვარ და ვუსამძიმრებ საქართველოს", - ინფორმაციას პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ავრცელებს და ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ზურაბ ჭუმბურიძე დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.
1951-1952წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა “სახელგამის” უფროსი რედაქტორი; 1952-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ასისტენტი; 1958-1970წწ. დოცენტი; 1970 წლიდან პროფესორი; 1957-1959წწ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985-2005წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-დან მეცნიერ-კონსულტანტი.
იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: „ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები“ (1956), „სალიტერატურო ენა და მწერლობა” (1962); „რა გქვია შენ“? (1966;1971: 1982; 2003), „ლიტერატურული წერილები” (1975), „მადლი დედაენისა” (1982), „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ” (1983,2000), „მყოფადი ქართველურ ენებში” (1986) და სხვ.